ახალი ამბები
უკრაინულმა მხარემ მელიტოპოლის მერი ცხრა რუს წვევამდელში გაცვალა
FaceBook
მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი თავისუფალია.

იგი უკრაინულმა მხარემ ცხრა რუს ტყვეში გაცვალა.

,,მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი გათავისუფლდა რუსების ტყვეობიდან. მის სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო 2002-2003 წლებში დაბადებული ცხრა ტყვე ჯარისკაცი. ისინი, რეალურად, ბავშვები არიან, წვევამდელები, რომლებზეც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ისინი ომში არ გამოუშვიათ"
, - განაცხადა დაშა ზარივნამ.

გავრცელდა ვიდეო, სადაც გათავისუფლებულ მერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ურეკავს და გამძლეობისთვის მადლობას უხდის.

ივან ფედოროვი ოკუპანტებმა 12 მარტს გაიტაცეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტები მელიტოპოლის მერს აწამებდნენ, რათა რუსეთის მხარდამჭერი ვიდეო გადაეღოთ. ოკუპანტებმა აირჩიეს ივან ფედოროვის "შემცვლელი", ახალი მერი, რომელმაც ხალხს ახალი რეალობის შეგუებისკენ მოუწოდებდა. უკრაინის ხელისუფალმა შერჩეულ კანდიდატს უკვე მიუსაჯა უვადო პატიმრობა და ქონებაც ჩამოართვა.

Print