ახალი ამბები
ბრიტანეთი უკრაინას Starstreak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
FaceBook
გაერთიანებული სამეფო უკრაინას Starstreak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა BBC-თან საუბარში განაცხადა.

Starstreak-ის რაკეტებს შეუძლიათ ბგერის სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად ფრენა, როგორც ამას ბრიტანეთის არმიაში ამბობენ. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დანადგარის მხარზე შემოდებითა და დამიზნებით, ისე სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებით.

Starstreak-ის სისტემის გამოყენება შეიძლება ვერტმფრენების, დაბალ სიმაღლეზე მფრენი ავიაგამანადგურებლებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, რომლებიც დაახლოებით 6 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

გუშინ, დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერდა.
Print