ახალი ამბები
დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
FaceBook
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოვა.
გომელაურს დეპუტატები “მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.


შს მინისტრი პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს და გეგმებზეც ისაუბრებს. ამის შემდეგ მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. საპასუხო სიტყვით გამოვლენ დეპუტატებიც.

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრად 2019 წელს დაინიშნა.
Print