ახალი ამბები
აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერდა.

დახმარება მოიცავს 800 ერთეულ მცირე და შორ მანძილზე მოქმედ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, 9000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას, 7000 ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღს, 20 მილიონ ჭურვს, შეიარაღებულ ე.წ. კამიკაძე დრონებს.

ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვას,  დათანხმდება თუ არა ნატო უკრიანის ცის დახურვას,  არ უპასუხა.

უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს წევრ ქვეყნებს დახურონ ცა უკრაინის თავზე.

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს.


Print
თეგები: #აშშ #უკრიანა