ახალი ამბები
უკრაინა-რუსეთს შორის, სავარაუდოდ, 15 პუნქტიანი შეთანხმება შედგა
FaceBook
უკრაინა-რუსეთს შორის,  სავარაუდოდ, 15 პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმება შედგა.

ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს ცეცხლის შეწყვეტასა და რუსული ჯარის გაყვანას, თუ კიევი ნეიტრალიტეტს დათანხმდება და საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე ლიმიტს დააწესებს.

შეთანხმების მიხედვით, რომელიც მხარეებმა ორშაბათს განიხილეს, უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანების ამბიციაზე და პირობა დადოს, რომ არ მიიღებს უცხოურ სამხედრო ბაზებს ან იარაღს დაცვის სანაცვლოდ ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტი შესაძლოა იყოს მხოლოდ სხვა მოდელებისგან განსხვავებული ვარიანტი.
პოდოლიაკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას პირველ რიგში სჭირდება უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები.

უკრაინის წარმომადგენლები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რადგან ფიქრობენ, რომ მოსკოვი, შესაძლოა, დროს იგებს ძალების გადაჯგუფებისა და შეტევის განახლებისთვის.

დღეს, 16 მარტს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი უკრაინაში ომის ყველა მიზანს მიაღწევს.

"ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას, რომ უკრაინა გახდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების დასაყრდენი". - თქვა პუტინმა.

ამ დრომდე, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა. 

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს.
Print
თეგები: #უკრიანა