ახალი ამბები
"თქვენ უნდა იყოთ მშვიდობის ლიდერი" - ზელენსკი ბაიდენს
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ს კონგრესში ონლაინ ჩართვისას ამერიკის პრეზიდენტს მიმართა და უთხრა, რომ სურს ის მსოფლიოს ლიდერი იყოს.


"მე მინდა მივმართო პრეზიდენტ ბაიდენს, მინდა, რომ თქვენ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ მშვიდობის ლიდერი. დიდებას უკრაინას", - ამ სიტყვებით დაასრულა ზელენსკი თავისი მიმართვა კონგრესში.

უკრაინის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და კონგრესმენს ხაზგასმით უთხრა, რომ მშვიდობა მხოლოდ მათ ქვეყნებში მშვიდობას არ ნიშნავს.

მან კონგრესმენებს ვიდეორგოლიც აჩვენა, სადაც ასახული იყო 21 დღიანი რუსული აგრესიის მძიმე შედეგები. ვიდეორგოლის მთავარი მოწოდება იყო: "დახურეთ ცა უკრაინის თავზე".

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს. მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო, მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს.
Print