ახალი ამბები
"მშვიდობა არ ნიშნავს მხოლოდ თქვენს სამშობლოში მშვიდობას" - ზელენკის მიმართვა კონგრესს
FaceBook
"მშვიდობა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენს სამშობლოში იყოს მშვიდობას, მშვიდობა ნიშნავს მთელ მსოფლიოში მშვიდობას" -


ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესს. მან ამერიკის მთავრობის წევრებს უთხრა, რომ უკრაინელები არა მხოლოდ თავიანთი სამშობლოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან.

"მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ დღეს არ არის საკმარისი ის ძალისხმევა, რომელსაც ვიყენებთ, მინდა გითხრათ თუ რას ნიშნავს ლიდერი მსოფლიოში, ეს არის, პირველ რიგში სწრაფვა იმისკენ, რომ იყო მშვიდობისმყოფელი და დაამყარო მშვიდობა მსოფლიოში. მშვიდობა არ ნიშნავს მხოლოდ თქვენს სამშობლოში იყოს მშვიდობა, მშვიდობა ნიშნავს მთელს მსოფლიოში, ყველგან მშვიდობას.

ძლიერი არ ნიშნავს რომ იყო დიდი, ძლიერი ნიშნავს, რომ იყო გამბედავი, მამაცი, რომელიც იბრძოლებს მსოფლიოში ადამიანების უფლებებისთვის, სხვების ღირსეული ცხოვრებისთვის და მოკვდები მაშინ, როდესაც მოვა ამის დრო და არა მაშინ, როდესაც ეს ვინმეს მოუნდება, როგორც მოკვდნენ ჩემი თანამემამულეები.

დღეს ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, ვიბრძვით ევროპის უსაფრთხოებისთვის, ღირებულებებისთვის, მსოფლიოში მშვიდობისთვის და ამისთვის დღეს, ამერიკელი ხალხი არ ეხმარება მხოლოდ უკრაინას, არამედ ეხმარება ევროპას და ეხმარება მთელს მსოფლიოს, იმიტომ რომ პლანეტამ შეძლოს არსებობა, ყოფნა, იმიტომ რომ ისტორია გაგრძელდეს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვას კონგრესმენები ოვაციებით შეხვდნენ.

სიტყვით მიმართვამდე, ზელენსკიმ კონგრესმენებს ვიდეორგოლი აჩვენა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგებს ასახავდა. ვიდეორგოლის მთავარი მოწოდება იყო: "დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე"!

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს. მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო, მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს.
Print