ახალი ამბები
თურქეთი მზადაა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას უმასპინძლოს
FaceBook
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა უმასპინძლოს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს.

ამის შესახებ ჩავუშოღლუმ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ ისაუბრა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს რუსეთში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა, ხვალ კი უკრაინაში მიემგზავრება.

10 მარტს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის ინიციატივით ანკარაში შეხვდნენ, თუმცა, მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.
Print