ახალი ამბები
რუსებმა უკრაინის კიდევ ერთი ქალაქის მერი გაიტაცეს
FaceBook
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კიდევ ერთი ქალაქის მერი  და მისი მოადგილე გაიტაცეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, გატაცებულია ხერსონის ოლქში შემავალი ქალაქის, სკადოვსკის მერი ოლეკსანდრ იაკოვლიევი და მისი მოადგილე იური პალიუხი.



"რუსი დამპყრობლები უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ლიდერების გატაცებას განაგრძობენ. დღეს მათ სკადოვსკის მერი, ოლეკსანდრ იაკოვლიევი და მისი მოადგილე, იური პალიუხი გაიტაცეს. სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მოსთხოვონ რუსეთს, რომ ყველა უკრაინელი მაღალჩინოსანი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ
", - წერს კულება.

რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ დნეპრორუდნის მერი ევგენი მატვეევი და მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვიც გაიტაცეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 12 მარტს ამბობდა, რომ ფედოროვა აწამებდნენ და მისგან რუსეთის მხარდამჭერი ვიდეომიმართვის ჩაწერას აიძულებდნენ. 

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს.


Print