ახალი ამბები
იაპონია რუსეთსა და ბელორუსში 300-მდე პროდუქტის ექსპორტს კრძალავს
FaceBook
Japan Today-ს ინფორმაციით, იაპონია ოკუპანტ რუსეთსა და უკრაინის ომში მის ხელშემწყობ ბელორუსში, პროდუქტების ექსპორტს კრძალავს.

იაპონიამ თითქმის 300 საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების სია შეადგინა, რომელთა ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსიაში ამ პარასკევიდან, 18 მარტიდან აიკრძალება. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ ჩამოთვალა 266 პროდუქტი და 26 ტექნოლოგია.

გარდა ამისა, იაპონია სრულად კრძალავს საქმიან ურთიერთობას 50 სამხედრო ორგანიზაციასთან და საწარმოსთან რუსეთსა და ბელორუსში.

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს. მეზობელ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო, მსოფლიოს ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს.
Print