ახალი ამბები
,,ნეიტრალიტეტი იქნება მხოლოდ ჩვენი მოდელით'' - პოდოლიაკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტი შესაძლოა იყოს მხოლოდ სხვა მოდელებისგან განსხვავებული ვარიანტი.


პოდოლიაკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას პირველ რიგში სჭირდება უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები.

"რა თქმა უნდა, გვესმის ჩვენი პარტნიორების მცდელობა, მოლაპარაკებების პროცესში ინიციატორ მხარედ დარჩეს. აქედან მოდის ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელის ხსენება, მაგრამ ახლა უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ომის მდგომარეობაშია. ამიტომ, მოდელი შესაძლოა იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. არანაირი სხვა მოდელი ან ვარიანტი"
,-ამბობს პოდოლიაკი.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, უკრაინას სჭირდება ცის ჩაკეტვის მკაცრი გარანტიები.

"გვჭირდება მოქმედი გარანტიები, არა პროტოკოლური ან ბუდაპეშტის, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელმომწერი მხარეები გვერდზე არ გადგებიან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ისე, როგორც დღეს, არამედ, კონფლიქტში უკრაინის მხარეს აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ და ოფიციალურად უზრუნველყოფენ ჩვენთვის აუცილებელი იარაღის მოწოდებას. გვჭირდება პირდაპირი და მკაცრი გარანტიები, რომ ცა ჩაკეტილი იქნება",- აღნიშნა პოდოლიაკმა.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე აქტიურად განიხილება უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსი და იქ უმცირესობების, მათ შორის, რუსების უფლებების დაცვა.

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს.
Print
თეგები: #პოდოლიაკი