ახალი ამბები
,,ხერსონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა''- ომის 21-ე დღე უკრაინაში
FaceBook
უკრაინის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრძოლები რამდენიმე ოლქში ერთდროულად გრძელდება.

კიევის რეგიონში, ბუჩაში, ირპინში, მაკავირის და ბოროდიანსკაში ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები აგრძელებენ დაბომბვებს, ჭურვებს ესვრიან საცხოვრებელ სახლებს.

სუმის რეგიონზე ოკუპანტი ქვეყნის არტილერიამ იერიში გააგრძელა, ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ. იერიში ასევე მიიტანეს ჟიტომირის ოლქზე. სარაკეტო შეტევები განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქში. ოკუპანტებმა ჭურვი ესროლეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, დაზიანდა შენობის მინები და მავთულები. ხარკოვის რეგიონში რუსი სამხედროები, მთელი ღამის განმავლობაში, თითქმის ყველა უბანს ბომბავდნენ. ბრძოლები გრძელდება მიკოლაევის რეგიონში.

მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო ხერსონში, ბრძოლები იყო აეროპორტთან ახლოს. უკრაინის მხარე ხერსონის ოლქში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს.

,,ოლქში პროდუქტების მცირე რაოდენობაა შემორჩენილი. ადამიანებს სჭირდებათ მედიკამენტები, არ არის ელექტროენერგია, გაზი, წყალი და დენი", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაცია ოდესის ოლქის სანაპიროსთან რუსული ჯარის მომზადების პროცესის მიმდინარეობას ვარაუდობს. მათი თქმით, შავ ზღვაში რუსული გემების გადაადგილება შეინიშნება.

უკრაინის სხვა რეგიონებში ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა.





Print
თეგები: #უკრიანა