ახალი ამბები
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 10 767 ბავშვი დაიბადა
FaceBook
უკრაინაში, ბოლო 21 დღეში 10 767 ბავშვი დაიბადა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის სახლი ავრცელებს. საომარი მოქმედებების პირობებში, ბავშვები ბუნკერებში, მეტროებსა და სხვა თავშესაფრებში იბადებიან.

რუსეთი მეზობელ სახელმწიფოში ომს განსაკუთრებული სისასტიკით აწარმოებს. რუსი ჯარისკაცებისა და რუსული ტექნიკის სამიზნეები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. 9 მარტს რუსულმა ავიაციამ მარიუპოლში სამშობიარო და საბავშვო ბაღი დაბომბა. სამშობიარო სახლზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ერთი ორსული ნაყოფთან ერთად დაიღუპა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში 100-მდე ბავშვი შეეწირა.

ომის პირობებში იქორწინა 10 683-მა წყვილმა. 

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს. 


Print