ახალი ამბები
"მტერი უკან იხევს"- უკრაინის გენშტაბი
FaceBook
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ზარალს განიცდიან და უკან იხევენ ცალკეული მიმართულებით.

მათი ძირითადი ძალისხმევა ახლა უკვე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებისკენაა მიმართული.

გასული ღამის განმავლობაში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დარტყმა მიაყენეს საოკუპაციო ჯარების დაჯგუფებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს და გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს საოკუპაციო ჯარების დაჯგუფებებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მიმდინარეობს კონტრშეტევა გარკვეული მიმართულებით. მტერი აგრძელებს დანაკარგებს და უკან იხევს გარკვეული მიმართულებებით. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია მანამდე დაკავებული ხაზებისა და თავდაცვითი ტერიტორიების დაცვასა და შენარჩუნებაზე", - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

შტაბის ინფორმაციით, წინა დღის შედეგების მიხედვით, უკრაინის საჰაერო ძალების მიერ განადგურდა სამი თვითმფრინავი (მათგან ორი სუ-34), ჩამოგდებულია ერთი ვერტმფრენი, სამი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და ორი საკრუიზო რაკეტა.

ამავდროულად, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურისა და მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების სარაკეტო და ავიადარტყმებს.

უკრაინა 21 დღეა საკუთარ ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული ჯარის შეტევებს იგერიებს.
Print