ახალი ამბები
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
FaceBook
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში, საომარი მოქმედებების შედეგად ორჯერ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზი ისევ აღადგინეს.


ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ენერგომომარაგება 9 მარტს შეწყდა, რის გამოც, არსებობდა რადიაციის გაჟონვის საფრთხე. ხაზის შეკეთება მოხერხდა, თუმცა, 14 მარტს კვლავ დაზიანდა.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ახლა კონტროლს რუსი ოკუპანტები ახორციელებენ. უკრაინაში შეჭრის შემდეგ მათ ასევე დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, სადაც ავიაიერიშის შედეგად ცეცხლი გაჩნდა, თუმცა, უკრაინელმა მეხანძრეებმა მისი ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.
Print
თეგები: #ჩერნობილი