ახალი ამბები
"რუსეთისთვის ეს ომი სიღარიბით, სირცხვილით და იზოლაციით დასრულდება"
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ომი ყველა შემთხვევაში სრულდება და ეს ომი რუსეთისთვის დასრულდება სიღარიბით, სირცხვილითა და მსოფლიოსგან ხანგრძლივი იზოლაციით.

"ნებისმიერი ომი შეთანხმებით მთავრდება. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა გარკვეული დროა საჭირო, რათა გადაწყვეტილებები უკრაინული მხარის სასარგებლოდ იქნას მიღებული. რუსეთისთვის უკრაინასთან ომი სიღარიბით, სირცხვილით და სრულიად მსოფლიოსგან ხანგრძლივი იზოლაციით დასრულდება. ოკუპანტები კვლავ კარგავენ ასობით სამხედრო ტექნიკას და ათასობით ქვეით ჯარისკაცს. მოკლულია კიდევ ერთი რუსი გენერალი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ამერიკის კონგრესისთვის სიტყვით მიმართვის შესახებაც ისაუბრა, რომელიც დღეს შედგება და შტატებს 13,6 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

15 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა, რომლებიც კიევში ჩავიდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მას სჯერა მისი ევროპელი მეგობრების, რომ ისინი უკრაინას არასდროს მიატოვებენ.

უკრაინაში 21 დღეა ომი მიმდინარეობს.
Print