ახალი ამბები
რუსული ტელეარხის ყოფილი რედაქტორი 30 000 რუბლით დააჯარიმეს
FaceBook
რუსეთის ტელეკომპანია "პირველი არხის" ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა ოსტატინოს სასამართლომ 30 000 რუბლით დააჯარიმა.

რუსეთის პროპაგანდისტული არხის ახლა უკვე ყოფილ ჟურნალისტს,  სასამართლოს წინაშე წარდგომა მას შემდეგ მოუწია, რაც იგი 14 მარტს, საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობის დროს, სტუდიაში შეჭრა და საზოგადოებას მოუწოდა არ დაიჯერონ ის, რასაც ეუბნებიან.

"შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ
" - ეწერა პლაკატზე, რომელიც მან სტუდიაში გაშალა.

ამის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი დააკავეს და მისი ადგილსამყოფლის შესახებ მისმა ადვოკატებმაც არაფერი იცოდნენ. დღეს კი იგი სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილ რედაქტორს დაცვას შესთავაზებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მაკრონმა თქვა, რომ იგი ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება.

Print