ახალი ამბები
უკრაინაში ორი ჟურნალისტი დაიღუპა
FaceBook
დღეს, კიევის მახლობლად, სოფელ გორენკასთან, რუსული ჯარების საარტილერიო დაბომბვის დროს ორი ჟურნალისტი დაიღუპა.

სამხედრო მოქმედებებს FoxNews-ის ოპერატორი, ირლანდიელი პიერ ზაკრევსკი და უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრა კუვშიკოვა ემსხვერპლნენ. გადარჩა FoxNews-ის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლი, თუმცა, მისთვის ფეხის ნაწილის ამპუტაცია გახდა აუცილებელი.

რუსეთ-უკრაინის ომში ხუთი ჟურნალისტია დაღუპული.
Print