ახალი ამბები
რუსეთმა ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა
FaceBook
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 მარტიდან, ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, 12 ამერიკელ მაღალჩინოსანთა ერთად, სანქცირებულთა სიაში შეიყვანენ.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ეს არის პასუხი ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე.

,,იმ უპრეცენდენტო სანქციებზე საპასუხოდ, რომლებიც სხვა ყველაფერთან ერთად, რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირებს აშშ-ში ჩასვლას უკრძალავს, 15 მარტიდან რუსეთის "სტოპ-ლისტში" შეყვანილია ჯო ბაიდენი და ასევე აშშ-ის რიგი უწყებების ხელმძღვანელი პირები"
,-აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ პირებს შორის არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ პსაკი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბერენსი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი სამანტა ფაუერი, პრეზიდენტ ბაიდენის შვილი ჰანთერ ბაიდენი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და სხვები.
Print