ახალი ამბები
"უკრაინა მიხვდა, რომ არ გახდება NATO-ს წევრი" - ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხი მიხვდა, რომ უკრაინა ვეღარ გახდება ნატოს წევრი.

ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.
"უკრაინა მიხვდა, რომ არ გახდება NATO -ს წევრი. ჩვენ ეს გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. წლებია-ჩვენ საწინააღმდეგო გვესმოდა-ღია კარების შესახებ, მაგრამ ეს ასე არ არის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამის მიხვედრას იწყებს და ეყრდნობა საკუთარ თავსა და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან. უკრაინას ახლა არ აქვს პრეტენზია NATO - ს მე-5 მუხლის გააქტიურებაზე. მუდამ ვამბობთ, რომ ჩვენი ცა უნდა იყოს ალიანსის ცასავით დაცული, თუმცა გვესმის, რომ ყოველთვის არსებობს "მაგრამ" და როგორი იქნება ალიანსის პასუხი... თუ მათთან მიფრინდება რუსული რაკეტები, ღმერთმა არ ქნას, რუსული თვითმფრინავები. რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ლვოვის ოლქს, სარაკეტო თავდასხმა NATO-ს საზღვრიდან 20 კილომეტრში მოხდა. ალიანსის ტერიტორიაზე უკვე ჩამოვარდა რუსული უპილოტოები", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინაში ომი მეოცე დღეა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს სთხოვს დაიცვან უკრაინა რუსული ავიაიერიშებისგან, თუმცა, ევროპა უკრაინის ცის ჩაკეტვაზე, მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხის მოტივით, უარს ამბობს.
Print