ახალი ამბები
"ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას" - ჩინეთის ელჩი უკრაინაში
FaceBook

 

გამოცემა ukrinform უკრაინაში ჩინეთის ელჩისა და ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის ელჩმა ფან ქსიანრონგიმ მაქსიმ კოზიცკისთან შეხვედრისას თქვა, რომ ჩინეთი უკრაინის მეგობარი ქვეყანაა და ის არასდროს დაესხმება თავს უკრაინას.

"ჩინეთი არასოდეს დაესხმება თავს უკრაინას, ჩვენ დავეხმარებით, მხარს დავუჭერთ ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ჩინეთი და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩმა, პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთი სამუდამოდ იქნება კარგი ძალა უკრაინისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ თქვენს სახელმწიფოს, განვავითარებთ ურთიერთობებს თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელების მიერ არჩეულ გზას, რადგან ეს არის ყველა ერის სუვერენული უფლება“
, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა უკრაინაში ფან ქსიანრონგიმ ლვოვის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

სააგენტო "როიტერის" დღევანდელი ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს ნატოში და აზიურ ქვეყნებს აცნობა, რომ ჩინეთმა გამოხატა რუსეთისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მზაობა.

"სიენენი"-ის ცნობით, კი სამხედრო დახმარების გარდა, რუსეთმა ჩინეთს სთხოვა ჯარი საკვების მზა პაკეტებით მოამარაგოს. მედიასაშუალებების ცნობით, შესაბამისი შეტყობინება მოკავშირეებს უკვე დაეგზავნათ.

 

Print