ახალი ამბები
"პარტნიორები გვიყურებენ და უკვირთ, როგორ შეუძლია ეს უკრაინელ ხალხს"
FaceBook
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამკვირიანი ბრძოლის შედეგად დადასტურდა, რომ ერთადერთი, რაც რუსულ ჯარს შეუძლია, ეს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვაა. ასეთ რთულ პირობებშიც კი უკრაინელი ხალხი გმირულ ბრძოლას აჩვენებს, რაც სამაგალითოა ყველასთვის, პირველ რიგში კი რიგითი მოქალაქეების შემართებით, პარტნიორი სახელმწიფოები არიან გაკვირვებული.

"20 დღე ძალიან ბევრია იმისთვის, რათა დაგვემტკიცებინა, რომ უკრაინა ერი დაუმარცხებელია. ჩვენ უკვე დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა. ჩვენი პარტნიორები დღემდე გვიყურებენ და უკვირთ, თუ რამდენად შეუძლიათ მათ იგივე პასუხისმგებლობის აღება, რაც აღებული აქვს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. დღეს ცხადი გახდა, რომ რუსულ ჯარს არ შეუძლია ბრძოლა, მათ მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა შეუძლიათ",
- განაცხადა  კასიანოვმა.

მან ისაუბრა ლტოლვილებზე, რომელთა რაოდენობა, მისი თქმით, 2,5 მილიონს აჭარბებს და მადლობა გადაუხადა ყველას მათი მიღებისა და დახმარებისთვის, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს.
Print