ახალი ამბები
"უკრაინის ელჩის დაბრუნების შესახებ საგარეო უწყებამ იცოდა" - ანდრეი კასიანოვი
FaceBook
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა, ორი კვირის წინ გაწვეული ელჩის იგორ დოლგოვის ქვეყანაში დაბრუნება დაადასტურა.

საელჩოში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ დოლგოვმა საქართველო გაწვევის შემდეგ ნამდვილად დატოვა, დაბრუნების შესახებ კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი იყო.

,უკრაინის ელჩი კონსულტაციებზე გაწვეული იყო, ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. უკრაინა სამი კვირაა ომშია და საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ამ პირობებში. ასეთ დროს დიპლომატია კლასიკურ ქმედებებს შორდება, ვერ გეტყვით დეტალებს, დიპლომატიურ მუშაობის თავისებურებები ახასიათებს'
' - განაცხადა კასიანოვმა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ასევე გამოეხმაურა გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ნაჩვენები იყო იგორ დოლგოვი. მისი თქმით, ჟურნალისტები ელჩის მეუღლეს ფარულად უღებდნენ, რაც მიუღებელია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ქვეყნიდან პირველ მარტს გაიწვია.

ზელენსკის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არსებული პოზიციისა და ქართველი მოხალისეების ქვეყნიდან არგაშვების გამო მიიღო.

Print