ახალი ამბები
"უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება მაისის დასაწყისში ექნება"
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება არაუგვიანეს მაისის დასაწყისისთვის ექნება.
არესტოვიჩის განცხადებას „ბიბისი“ ავრცელებს.

"ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის დასაწყისში, სამშვიდობო შეთანხმება უნდა გვქონდეს, შესაძლოა უფრო ადრეც. სამშვიდობო შეთანხმება ან ძალიან სწრაფად დაიდება, ერთ ან ორ კვირაში, ჯარების გაყვანით და ყველაფერთან ერთად, ან იქნება მცდელობა, რამდენიმე, ვთქვათ, სირიელის გაერთიანება მოხდეს ომის მეორე რაუნდისთვის. როდესაც მათაც გავანდაგურებთ, შეთანხმება აპრილის შუა რიცხვებში ან აპრილის ბოლოს გაფორმდება“,
– განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად სირიელების რეკრუტირებას ცდილობს.



Print