ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთთან თანამშრომლობა 15 წლიანი პატიმრობით დაისჯება
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ახალი კანონით, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა 15 წლიანი პატიმრობით დაისჯება. უკრაინის ხელისუფლება დახურავს ამ კანონდარღვევაში მხილებულ პირებთან დაკავშირებულ პარტიებსა და ორგანიზაციებს.

უკრაინაში ოცი დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

20 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.
Print