ახალი ამბები
უკრაინაში, დღეს, ჰუმანიტარული დერეფნები ცხრა მიმართულებით გაიხსნება
FaceBook
ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, საევაკუაციო ზონებში ავტობუსების კოლონა გაიგზავნება.

გადაადგილება შესაძლებელია კერძო ავტომობილითაც. 


ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება შემდეგი მიმართულებით:


1. ბერდიანსკი-მარიუპოლი

2. ბორდანოვკა-ნოვა, ბორდანოვკა-ველიკა, დიმერკა-ზორია-გოგოლივი-ბროვარი

3. ბობრიკი-შევჩენკოვე-ტარასივკა-ჟერდოვა-გოგოლივი- ბროვარი

4. ტროსტიანეცი-სუმი-გოლუბივკა-ნედრიგაილოვი-კოროვინცი-რომნი-ანდიაშივკა-ლოხვიცია-ლუბნი-პოლტავა

5. სუმი-გოლუბივკა-ვილშანა-ნედრილიგაივი-კოროვინცი-რომნი-ანდრიაშივკა-ლოხვიცია-ლუბნი-პოლტავა

6. ლებედინი-შტეპივკა-ნედრიგაილოვი-კოროვინცი-რომნი-ანდრიაშივკა-ლოხვიცია-ლუბნი-პოლტავა

7. შოსტკა-კროლევეცი-კონოტოპი-შევჩენკოვე-ხმელივი-რომნი-ანდიაშივკა-ლოხვიცია-ლუბნი-პოლტავა

8. კონოტოპი-შევჩენკოვე-ხმელივი-რომნი-ანდრიაშივკა-ლოხვიცია-ლუბნი-პოლტავა

9. ოსტოლი-იაცივკა-ოლექსანდრივკა-სოსნოვე-სვიატოგორსკი-ბოგოროდიჩნე-სლოვიანსკი

უკრაინაში ოცი დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

20 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.
Print
თეგები: #დერეფნები