ახალი ამბები
აშშ-მა მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს
FaceBook
სააგენტო "როიტერის" ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს ნატოში და აზიურ ქვეყნებს აცნობა, რომ ჩინეთმა გამოხატა რუსეთისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მზაობა.


"სიენენი" კი წერს, რომ სამხედრო დახმარების გარდა, რუსეთმა ჩინეთს სთხოვა ჯარი საკვების მზა პაკეტებით მოამარაგოს. მედიასაშუალებების ცნობით, შესაბამისი შეტყობინება მოკავშირეებს უკვე დაეგზავნათ.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა. რუსეთი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინაში თავისი მიზნების მისაღწევად საკმარისი სამხედრო რესურსი აქვს. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ცნობებს დეზინფორმაცია უწოდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლს კომენტარი არ გაუკეთებია. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ კი კომენტარისგან თავი შეიკავა.
Print