ახალი ამბები
უკრაინა სამხედრო ტყვეების გაცვლას იწყებს
FaceBook
უახლოეს დღეებში, უკრაინული მხარე რუსეთის სამხედრო ტყვეების გაცვლას დაიწყებს.

ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა. მისი თქმით, პროცესის დაწყება რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი, თუმცა, ამ ეტაპზე სხვა დამატებით ინფორმაციაზე არ ისაუბრა.

"არ მინდა კომენტარი გავაკეთო იმაზე, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სამხედროებს. მალე ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ტყვეების გაცვლა"
, - განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ ათასობით რუსი სამხედრო ტყვე ჰყავთ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციის ცენტრის ოფიცრის ლეონიდ მატიუხინის თქმით, რუსეთის ჯარში ადამიანების უმეტესობა საინფორმაციო ვაკუუმშია და ბრძოლა არ სურთ.
Print