ახალი ამბები
რატომ თქვეს უარი ახალი ნაძვის ხის შეძენაზე - ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს
FaceBook
ქალაქის მერიამ უარი თქვა ახალი ნაძვის ხის და სანათების შეძენაზე, რისთვისაც 250 000 ლარი იყო საჭირო.


ქუთაისის მერია განმარტებას აკეთებს  თუ რატომ თქვეს  უარი  ახალი ნაძვის ხის შეძენაზე. 
"მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წელს , ქალაქის მერიამ უარი თქვა ახალი ნაძვის ხის და სანათების შეძენაზე, რისთვისაც 250 000 ლარი იყო საჭირო. მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის , საახალწლო ნობათების რაოდენობის გასაზრდელად და სხვა სოციალური პროგრამების განსახორციელებლად გადანაწილდა", - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალაქის თვითმმართველობამ საახალწლო მორთულობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 000 ლარი გამოყო. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 27 დეკემბერს აინთება.
Print