ახალი ამბები
ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხაზი ისევ დააზიანეს
FaceBook
ოკუპანტებმა, "უკრენერგოს" მიერ აღდგენილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხაზი ისევ დააზიანეს.


ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკო გუშინ თქვა, რომ ჩერნობილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, თუმცა, გაგრილების სისტემა სარეზერვო კვების წყაროდან კვლავ საშტატო რეჟიმში იმუშავებდა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სამხედრო მოქმედებების შედეგად, ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც სადგური დენით მარაგდებოდა, კვლავ დაზიანდა.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები 12 მარტს დაიწყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 9 მარტს განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის საჰაერო იერიშების გამო, დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობდა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოკუპანტებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, ასვე 4 მარტს იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში.



Print
თეგები: #ჩერნობილი