ახალი ამბები
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 27 დეკემბერს აინთება
FaceBook
ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი იხარჯება.


ქუთაისის მთავრი ნაძვის ხე, რომელიც მესხიშვილის თეატრის წინ არის განთავსებული 27 დეკემბერს, საღამოს 19:00-ზე აინთება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ იმდროისთვის იქნება დასრულებული ქალაქში გარე განათებებისა და ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოებიც.
ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი იხარჯება. ამ თანხით მოხდა როგორც ძველი სანათების და ნაძვის ხის აღდგენა, ასევე ახალი ლოლოების შეძენა და საახალწლო აქსესუარების მონტაჟიც. ამ თანხის ფარგლებში ასევე უნდა მოხდეს საახალწლო მორთულობის დემონტაჟიც. თუ როგორ გამოიყირება ქალაქის საახალწლოდ ნახეთ ფოტორეპორტაჟი.

Print