ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის ელჩის დაბრუნებას სთხოვს
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს სიტყვით მიმართა.

გამოსვლისას მან უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და თქვა, რომ მართალია უკრაინას ჯერ არ გაუმარჯვია, მაგრამ ის უკვე წარმატებულია. იგი შეეხო საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხს და თქვა, რომ ის არ დაუშვებს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის უთანხმოებას. პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და სთხოვა მას დააბრუნოს ელჩი საქართველოში.

"უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის ხელსაყრელია... ჩვენ შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. ამას არ დავუშვებ. დღეს აქედან მივმართავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს ის მჭიდრო და უდრეკი"
, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასინოვთა ერთად შევიდა.
Print