ახალი ამბები
ქუთაისში საბავშვო ბაღების გაფიცულ პედაგოგებს ხელფასები დაუქვითეს
FaceBook
დაქვითული ხელფასის ოდენობა ჯამში 1500 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს.


ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების იმ პედაგოგებს, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, ხელფასები დაუქვითეს.

როგორც პედაგოგები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, მათ ხელფასები იმის გამო ჩამოაჭრეს, რომ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მერიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

"სამარცხვინოდ 10 ლარი დავიქვითეს", - განმარტავენ პედაგოგები.

ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანებაში პედაგოგებისთვის ხელფასების ნაწილის დაკავებას ადასტურებენ.

გაერთიანების იურისტი რამაზ იობიძე განმარტავს, რომ ხელფასების დაქვითვა მხოლოდ იმის გამო მოხდა,  რომ გაფიცულმა პედაგოგებმა სამუშაო დღე გააცდინეს. მისივე თქმით, თითოეული პედაგოგისთვის ხელფასზე დაახლოებით 10-15 ლარის დაქვითვა მოხდა.

საერთო ჯამში, პედაგოგებისთვის დაქვითული ხელფასის ოდენობა 1500 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს. 

ხელფასების გაზრდის მოთხვნით ოთხი საბავშვო ფილიალის (პირველი, #13, #17,#15)  დაახლოებით 150-მდე პედაგოგი გაიფცა. მაშინ გაფიცულებს ქალაქის მერი შეხვდა და მათ მომავალი წლისთვის  ხელფასების გაზრდას დაპირდა.


Print