ახალი ამბები
უკრაინაში 14 მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება
FaceBook
უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დღეს ჰუმანიტარული დერეფნები 14 მიმართულებით იხსნება.

,,დღეს გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები. ზაპოროჟიე- მარიუპოლი, ჰუმანიტარული ტვირთი და ცარიელი ავტობუსების კოლონა მარიუპოლიდან მოძრაობას ბერდიანსკის გავლით გააგრძელებს. ასევე იქნება ბოგდანივკა, ნოვა ბორდანოვკა, პერემოჰა, ბობრიკი -ბროვარი. დერეფანი იქნება გოსტომელის,ნემიშაევის, ვორზელის, დმიტრივკა- ბელოგორკას მიმართულებით, ასევე სევეროდონეცკის, პოპასნას, გორსკე -სელევიანსკის მიმართულებებით. ევაკუაცია უფასოა'',- აცხადებს ვერეშჩუკი.

უკრაინაში ცხრამეტი დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

19 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება გარდაცვლილი სამოქალაქო პირების შესახებ. გაეროს ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია უკრაინის 500-ზე მეტი მოქალაქე, ოფიციალური უკრაინის ცნობით კი გარდაცვლილა რიცხვი გაცილებით მეტია.

უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.
Print
თეგები: #ვერეშჩუკი