ახალი ამბები
"გირჩი" ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს
FaceBook
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ "გირჩებს" მოთხოვნილი ინფორმაცია 2015 წლის 23 დეკემბერს გაეგზავნათ.
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"-ის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. "გირჩში" განმარტავენ, რომ მერიაში რეაბილიტირებული სტადიონების შემდეგ ადგილობრივ თვითმმრთველობაში  ოფიციალური წერილი 4 დეკემბერს შეიტანეს. 

"ჩვენი მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ალექსანდრე ხარაბაძემ შეიატანა მერიაში წერილი. ეს ინფორმაცია იმიტომ გვჭირდებოდა, რომ შეგვემოწმებინა თუ რამდენად კარგად მოხდა სტადიონების რეაბილიტაცია", - ამბობს "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი. თუმცა, მისივე თქმით, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კი განმარტავენ, რომ "გირჩებს" მოთხოვნილი ინფორმაცია 2015 წლის 23 დეკემბერს გაეგზავნათ.

მიმდინარე წელს ქუთაისში 12 სტადიონის მოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 262 000 ლარი დაიხარჯა.



Print