ახალი ამბები
კიევში ორი კვირის სამყოფი პროდუქტი აქვთ მომარაგებული
FaceBook
უკრაინული გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, კიევი ორი კვირის სამყოფი პროდუქტითაა მომარაგებული.
გამოცემს წერს, რომ უკრაინა შესაძლოა ბლოკადისთვის ემზადებოდეს.

„ქალაქი მზადაა ბლოკადის შემთხვევაში შესაძლო ქმედებებისთვის. ის ორი მილიონი კიეველი, ვინც სახლიდან არ გასულა, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში მარტო არ დარჩება. ქალაქის ხელისუფლებამ ბიზნესთან თანამშრომლობით ყველაფერი გააკეთა მაღაზიებისა და აფთიაქების გასახსნელად. ხოლო ფასები ხელმისაწვდომ დონეზე დარჩა“, - წერს გამოცემა, რომელიც, თავის მხრივ, კიევის სამოქალაქო ადმინისტრაციის განცხადებას ეყრდნობა. 

გამოცემის ინფორმაციით, შეუფერხებლად გაიცემა პენსიებიც. 

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

მტერმა ჯერ სამხედრო ობიექტები დაბომბა, შემდეგ კი მშვიდობიან დასახლებებს, კერძოდ კიევს შეუტია.

1 მარტს დედაქალაქში რუსებმა სატელევიზიო ანძის ჩამოგდება სცადეს რაკეტით, მაგრამ ბოლოს ბაბი იარში აღმოჩნდნენ. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

ფოტო : გამოცემა Unian-ი

Print