ახალი ამბები
საჩხერე-ონის გზაზე, კლდის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
FaceBook
საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე-ონის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება, რათა ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


Print