ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის დროსაც სამი პოლიციელი გარდაიცვალა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
FaceBook
რიკოთის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

უწყებამ ამის შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში, ავტოავარიის შედეგად სამი პოლიციელი გარდაიცვალა, დაშავებულია კიდევ ერთი სამართალდამცველი და ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ევაკუატორის მძღოლი.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს'',
- აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
Print