ახალი ამბები
უკრაინაში, დღეს, ჰუმანიტარული დერეფნები 13 მიმართულებით იხსნება
FaceBook
უკრაინის ქალაქებიდან მოსახლეობისთვის 13 საევაკუაციო დერეფანი გაიხსნება, მათ შორის, ალყაში მოქცეული აღმოსავლეთის ქალაქ მარიუპოლიდან.


ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა სპეციალურ გამოსვლაში განაცხადა.

"ჰუმანიტარული ტვირთით და ავტობუსებით ხალხის ევაკუაციისთვის, კოლონა მიემგზავრება ქალაქ ზაპორიჟიედან დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში, შემდეგი დასახლებული უბნების გავლით: ზაპოროჟიე, მელიტოპოლი, ვასილივკა, ბერდიანსკი, მანგუში, მარიუპოლი. იმედი გვაქვს, ჰუმანიტარული დერეფნის ყველა მარშრუტი გაიხსნება და რუსეთი შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას"
, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

მარიუპოლიდან ეს ევაკუაციის განხორციელების მეექვსე მცდელობა, რადგან წინა შემთხვევებში კონფლიქტის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა ვერ მოხერხდა.

უკრაინაში მეჩვიდმეტე დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

Print