ახალი ამბები
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო
FaceBook
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

რაფაელ მარიანო გროსის თქმით, ჩერნობილში ამ ეტაპზე ერთი სექციის შეკეთება გახდა შესაძლებელი, თუმცა, დენის მიწოდება არ განახლებულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქსელში სხვა ადგილებშიც არის დაზიანება.

"სარემონტო სამუშაოები, ატომური ელექტროსადგურის მიღმა შექმნილი ვითარების მიუხედავად, გაგრძელდება,"
- განაცხადა გროსიმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 9 მარტს განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის საჰაერო იერიშების გამო დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობდა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოკუპანტებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, ასვე 4 მარტს იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში.
Print
თეგები: #ჩერნობილი