ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქომ უკრაინაში 15 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთი გააგზავნა
FaceBook
საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი კვლავ შეაგროვა.


ამჯერად, საპატრიარქოს სახელით, უკრაინაში 15 ტონა ტვირთი გაიგზავნა. ინფორმაცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის "ტვიტერის" გვერდზე ვრცელდება.


"ერთი კვირის მანძილზე, მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის. პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კვლავ გაიგზავნება".
რამდენიმე ათეული ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე გააგზავნეს რიგითმა მოქალაქეებმა და კერძო კომპანიებმა. იმერეთში ამ მიზნით 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

უკრაინაში მეჩვიდმეტე დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.



Print