ახალი ამბები
ომის მეჩვიდმეტე დღე - რა ხდება უკარაინაში?
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარიუპოლისა და კიევის ოლქებზე ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებმა თავდასხმა განახორციელეს, თუმცა, უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქებს წარმატებით იცავენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევის ოლქზე თავდასხმები განახორციელეს. დედაქალაქიდან 36 კმ-ში მდებარე ქალაქ ვასილკივში ნავთობის საცავს ხანძარი გაუჩნდა, სოფელ კვიტნევეში კი ცეცხლი გაყინული პროდუქტების საწყობს მოედო. მათივე ინფორმაციით, 12 მარტს, დილის საათებში, ცენტრალური უკრაინის ქალაქ დნიპროში ისევ ისმოდა აფეთქების ხმა. ქალაქის მერის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა და მსხვერპლი არ არის.


კიევის ოლქი თავდასხმის შემდეგ

უკრაინის რეგიონული ჯანდაცვის ხელმძღვანელის მაქსიმ ბეზნოსენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ნიკოლაევის ონკოლოგიურ საავადმყოფოზე.

,,სუსტებზე თავდასხმა მხოლოდ გიჟს შეუძლია. არაადამიანებმა ონკოლოგიურ საავადმყოფოს გაუხსნეს ცეცხლი, საავადმყოფოს, რომელიც ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი ნიკოლაევის რეგიონიდან, თუ რუსეთი ონკოლოგიურ პაციენტებში საკუთარ მოწინააღმდეგეს და საფრთხეს ხედავს, ის მხოლოდ ავად არ არის, ის უკვე აგონიაშია'',- წერს ბეზნოსენკო.


ნიკოლაევის ონკოლოგიური საავადმყოფო

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვში ოკუპანტები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ადგილობრივი გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვს 89-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი, მისივე განმარტებით, ამ დროისათვის ხარკოვში ჰუმანიტარული ტვირთი შეაქვთ.

ხარკოვი დღეს

უკრაინაში მეჩვიდმეტე დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.


Print
თეგები: #უკრიანა