ახალი ამბები
20-25 მარტს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება ჩატარდება
FaceBook
20-25 მარტს, საქართველო "ნატო-საქართველოს" ერთობლივ სწავლებას უმასპინძლებს.


სწავლება "ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში" ჩატარდება. მასში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ის მოიცავს კომპიუტერულ სწავლებას და არ გულისხმობს საველე წვრთნებს.

პროცესის მონაწილეები ოპერაციების დაგეგმვასა და წარმართვას კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით
შეისწავლიან.

სამეთაურო საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მესამედ ტარდება. პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.
Print