ახალი ამბები
რუს ძალოსანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ქართველს გადასცეს
FaceBook
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს, რუს ალექსეი ლოვჩევს ტიტული ჩამოართვა.
ამის მიზეზი სპორტსმენის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენა გახდა. როგორც ირკვევა, ლოვჩევმა გამოიყენა აკრძალული პრეპარატი იპამორელინი, რის გამოც ავტომატურად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვიცე-ჩემპიონზე გადადის და მსოფლიოს ჩემპიონად ლაშა ტალახაძე გამოცხადდა.

2015 წლის ნოემბერში, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, +105 კგ წონით კატეგორიაში 22 წლის ქართველი ძალოსანი, ჯამში, 454 კგ-ით (ატაცი 207+აკვრა 247) მეორე ადგილზე გავიდა. ლოვჩევმა კი, რომელმაც რეკორდული შედეგი - 475 კილოგრამი აჩვენა, ოქროს მედალი მოიპოვა.

ლოვჩევის გარდა, აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში კიდევ 16 სპორტსმენია დადანაშაულებული.

თავად რუსი სპორტსმენი თავის უდანაშაულობას ამტკიცებს და ტესტის ხელახალ ჩატარებას ითხოვს.

თავის მხრივ, რუს ძალოსანს თანადგომას უცხადებს ქვეყნის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო, რომელიც ამბობს, რომ ლოვჩევს აკრძალული პრეპარატების გამოყენების უფლება ჰქონდა.

წყარო: ipn.ge
Print