ახალი ამბები
ამერიკა რუსეთში დოლარის მიწოდებას კრძალავს
FaceBook
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რუსეთში დოლარის კუპიურების ნებისმიერი საშუალებით გაყიდვას ან მიწოდებას კრძალავს.
თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, იკრძალება ექსპორტიც და რეექსპორტიც.

"იკრძალება დოლარის ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება, პირდაპირ ან ირიბად, შეერთებული შტატებიდან ან შტატების მოქალაქის მხრიდან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, რუსეთის ფედერაციის ან რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერ პირისთვის", –
წერია განცხადებაში.

11 მარტს ჯო ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, პრეზიდენტის თქმით იკრძალება არყის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების ექსპორტი.

უკრაინაში მეჩვიდმეტე დღეა ომია. იბომბება ქვეყნის ათეულობით ქალაქი, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპულია 500-ზე სამოქალაქო პირი.
Print
თეგები: #ბაიდენი