ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს
FaceBook
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი გახდა.

საბაშვილი დასს უკვე შეხვდა.

თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი მსახიობი და რეჟისორია. იგი მუშაობდა გ.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში. სპექტაკლები დადგმული აქვს ნიუ იორკის "Symphony Space"თეატრში და ლიეტუვაში, კაუნასის თოჯინების სახელმწიფო თეატრში.

ნიკოლოზ საბაშვილი კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსის საფუძველზე შეირჩა. მან ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მსახიობი და რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე შეცვალა.

ლევან გაბრიჭიძე ქუთაისის თოჯინების თეატრს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.
Print