ახალი ამბები
თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 35 549 მგზავრს მოემსახურა
FaceBook
პანდემიის დაღმავალი ტენდენციის პარალელურად, მუშაობის ჩვეულ ტემპს დაუბრუნდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

თითქმის სრულად აღდგა მგზავრთა ნაკადი და რეისების რაოდენობა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტით 35 549 მგზავრმა ისარგებლა.

თებერვლის თვის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 75%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 108%-ით აღდგა.

,,2019 წლის თებერვალში აეროპორტი 47 573 მგზავრს მოემსახურა. დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მიმდინარე წლის თებერვალში რეისების 108% აღდგა და ჯამში ქუთაისიდან 170 რეისი შესრულდა'', - აღნიშნულია განცხადებაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.
Print
თეგები: #აეროპორტი