ახალი ამბები
უკრაინის ოთხ ოლქში ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება
FaceBook
დღეს უკრაინის ქალაქებში: დონეცკში, ზაპოროჟიში, ხარკოვსა და კიევში ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება.

ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ჩვენ ჰუმანიტარული დერეფნების ახალი მარშრუტები შევიმუშავეთ, რომლებიც საჭირო მედიკამენტებს, წყალს და  პროდუქტებს ხერსონს, ჩერნიგოვს, ხარკოვსა და სხვა ოლქებს მიაწვდის
", - განაცხადა ვერეშუკმა.

ვერუშუკის თქმით, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა აუცელებელია სხვა ქალაქებშიც. 


9-10 მარტს ოკუპირებული და კრიზისული დასახლებული პუნქტებიდან 100 000 ადამიანის ევაკუაცია უკვე მოხდა.

უკრაინაში მეთექვსმეტე დღეა ომია. იბომბება ქვეყნის ათეულობით ქალაქი, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. 9 მარტს, რუსეთის ავიაციამ ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი ბავშვი. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპულია 500-მდე სამოქალაქო პირი.
Print