ახალი ამბები
ვინ არიან საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები - საქსტატის კვლევა
FaceBook
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური, გასულ წელს ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციის  შესახებ კვლევას აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს  1,15 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია:

გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ;

ნიდერლანდები — $125,9 მლნ;

ჩეხეთი — $81,8 მლნ;

თურქეთი — $64,7 მლნ;

რუსეთი — $58,6 მლნ;

ლუქსემბურგი — $41 მლნ;

არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ;

გერმანია — $31,6 მლნ;

მარშალის კ-ები — $21,3 მლნ;

სეიშელები — $19,8 მლნ;

დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ;

საქსტატის კვლევის მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა, მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2021 წლის წინასწარი მონაცემებით,   69.8 პროცენტი შეადგინა. 

გასული წლის დაზუსტებული მონაცემები 2022 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება.

Print