ახალი ამბები
თებერვალში საქართველოში 137 148 ტურისტი შემოვიდა
FaceBook
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში საქართველოში 165 626 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა.


აქედან 137 148 ტურისტია.
ეს მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.3%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის თებერვლის მონაცემს 297%-ით აჭარბებს.

თებერვალში განსაკუთრებით გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა.

ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 105 218 484 აშშ დოლარი შეადგინა.

პირიქითაა მონაცემები ქუთაისის შემთხვევაში. იმერეთის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, ცენტრის მომსახურებით 280-მა ტურისტმა ისარგებლა, რაც 152-ით ნაკლებია 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
Print